შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბათუმის „დინამო“-ქუთაისის „ტორპედო“-1:1
26.04.2021
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-10 ტურს ბათუმის ,,დინამომ,, გორში ნომინალური მასპინძლის როლში, ქუთაისის ,,ტორპედოს,, უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივად საინტერესო გამოდგა. მატჩის პირველი ტაიმი ბათუმელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში ტორპედოელებმა მობილიზება მოახერხეს და ანგარიში გათანაბრდა. საბოლოოდ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. გოლი ტორპედოელთაგან ლუკა ქაფიანიძემ გაიტანა. მოპოვებული ერთი ქულით გათამაშების ცხრილში ტორპედო კვლავ მე-9 ადგილს იკავებს. მომდევნო თამაშს, ,,ტორპედო,, გათამაშების ლიოდერთან თბილისის ,,დინამოსთან,, 29 აპრილს, დინამო არენაზე, გამართავს.