ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღეს კოვიდ 19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
26.04.2021
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღეს კოვიდ 19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად რეგიონში 57 აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. ბაღდათის ჯანდაცვის ცენტრის ხლმძღვანელი ნატო მაჩიტაძე ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციაში 83 პირი იმყოფება. ამ ეტაპისთვის მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19ით 39 ადამიანი გადის სიმპტომურ მკურნალობას. მათგან 1 არასრულწლოვანია. 11 პირი კი სტაციონარშია მოთავსებული. დანარცენები კი თვით იზოლაციაში იმყოფებიან. ხარაგაულის კოვიდ კლინიკის ექიმი ნინო ყიფშიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, საყურადღებოა მდგომარობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სატარიგეთში, სადაც ეპიდ აფეთქების მცირე კერაა.