რიონის ხეობის მცველების" აქციამ გუმათჰესიდან ქუთაისში გადმოინაცვლა
24.04.2021
უკან დაბრუნება
რიონის ხეობის მცველების" აქციამ გუმათჰესიდან ქუთაისში გადმოინაცვლა, აქციას ადგილობრივებიც შეუერთდნენ. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს
შემდეგ კი ფეხით მსვლელობა გამართეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ და ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.
ჭავავჭავაძეზე აქციას წყლატუბოდან ჩამოსული აქტივისტებიც შეუერთდნენ. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული თუმცა მათ აქციის მონაწილეებისთვის გზის გადაკეტვა არ დაუშლიათ.