კოვიდ-19ის დასამარცხებლად ერთადერთი გამოსვალი ვაქცინაციაა
24.04.2021
უკან დაბრუნება
კოვიდ-19ის დასამარცხებლად ერთადერთი გამოსვალი ვაქცინაციაა, ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მათ კლინიკაში მედპერსონალის უმრავლესობა უკვე აცრილია. ის მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ვაქცინა 15 მარტს შემოვიდა. დღიურად აცრილთა რაოდენობას რაც შეეხება, ეს ციფრი 1559-ია, ხოლო ჯამში ვაქცინაციის პროცესში 36 056 ადამიანი ჩაერთო