კორონავირუსის შემთხვევების მატება ავტომატურად გამოიწვევს ქვეყანაში შეზღუდვების კვლავ გამკაცრებას
24.04.2021
უკან დაბრუნება
კორონავირუსის შემთხვევების მატება ავტომატურად გამოიწვევს ქვეყანაში შეზღუდვების კვლავ გამკაცრებას. დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის თქმით, იმისთვის რომ კოვიდ 19-ის მატების დინამიკა თავიდან ავიცილოთ, საჭიროა მოსახლეობამ დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა რეკომენდირებული. გიორგიძე ასევე იმუნიზაციის საჭიროებას უსვამს ხაზსს.