შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭიათურაში, სვერის სათავგადასავლო ბანაკში კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკის პრეზენტაცია გაიმართა
24.04.2021
უკან დაბრუნება
ჭიათურაში, სვერის სათავგადასავლო ბანაკში კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ტურისტული ლოკაციის პრეზენტაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ,, სოფელ სვერში მეკლდეურებმა და მოხალისეებმა სოფელ სვერის კლდე სიმბოლურად დალაშქრეს და საქართველოს დროშა აღმართეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მსურველებს საშუალება ეძლევათ სათავგადასავლო ტური დაგეგმონ და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები კიდევ ერთ ახალ ლოკაციას გაეცნონ.