შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს
23.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს ფესტივალი 8-12 მაისის ჩათვლით, ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინო ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება. ფესტივალი 8 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეო გაბრიაძის ფილმით,,ჰარი ჰარალე დედაო,, გაიხსნება.ჯამში კი ფესტივალმა 500-მდე ფილმი მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამარჯვებულებს ჟიური 12 მაისს დასახელებს.პრიზი ,,ოქროს დინოზავრი,, 2 კატეგორიაში გაიცემა-საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. ფესტივალის ორგანიზატორებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს.