კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების მეორე განმეორებით მატჩში ,,ქუთაისი 2010- მა,, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახ.სპორტის სასახლეში თბილისის ,,დინამოს,, უმასპინძლა.
ორ მატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა ქუთაისლებს თბილისში 5 ქულიანი უპირატესობით ქონდათ მოგებული და განმეორებით შეხვედრაშიც 3 ქულით გამარჯვება მოახერხეს- ანგარიშით101-98.
ამ გამარჯვებით ქუთაისელები ოთხთა ფინალში გავიდნენ და ,,ცხუმ-აფხაზეთს,, თბილისში, ერთ მატჩიან შეხვედრაში, 26 აპრილს დაუპირისპირდებიან.