საპატრულო პოლიციაში დღეს იურისტთა ასოციაციის ადვიკატმა ლევან ჭელიძემ 50მდე საჩივრი დაარეგისტრირა
23.04.2021
უკან დაბრუნება
საპატრულო პოლიციაში დღეს იურისტთა ასოციაციის ადვიკატმა ლევან ჭელიძემ 50მდე საჩივრი დაარეგისტრირა. საჩივრები 14 აპრილს ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეეების 200 ლარით დაჯარიმებას ეხება. აქციის მონაწილეები ადმაინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაჯარიმდნენ, რაც ავტომობილების ისეთ ადგილას შეჩერებას გულისხმობს, რომელსაც საცობის შექმნა მოყვა. ადვოკატის განცხადებით, ჯარიმები უსაფუძვლოა და აქედან, გამომდინარე , მათ გაუქმებას ითხოვს.