მიხეილ აშვეთიამ მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა
22.04.2021
უკან დაბრუნება
მიხეილ აშვეთიამ მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობას უკვე გააცნო.ის გუნდში 2016 წლიდან მუშაობდა, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ხოლო 2020 თებერვლიდან ტორპედოს მთავარი მწვრთნელი გახდა. გუნდის მედია ოფიცერის თორნიკე ღვინიანიძის ინფორმაციით განიხილება რამდენიმე კანდიდატი და ,,ტორპედო" ქუთაისის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.