ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ეწვია
22.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი KIU-ს ადმინისტრაციას და აკადემიურ გუნდს გაესაუბრა, ასევე, საუნივერსიტეტო ქალაქს და სასწავლო პროცესს გაეცნო.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მარკ კლეიტონმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობები“.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.