ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდა 19-ით 101 პაციენტი გადის მკურნალობას
21.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდა 19-ით 101 პაციენტი გადის მკურნალობას, აქედან 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. ისინი სიმპტომურ მკურნალობას გადიან. პაციენტთა შორის 16 არასრულწლოვანია. როგორც ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე ამბობს, ამ დროისთვის თავისუფალია მხოლოდ 4 რეანიმაციული საწოლი, ხოლო თერაპიული განყოფილება მთლიანად შევსებულია. ინფექციურში კოვიდპაციენტებისთვის 105 საწოლია გამოყოფილი.