ბაღდათის მუნიციპალიტეტში პანდემიის გამო ელექტრონული სწავლება ორ სკოლაში მიმდინარეობს
17.04.2021
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში პანდემიის გამო ელექტრონული სწავლება ორ სკოლაში მიმდინარეობს, ხანის საჯარო სკოლა მთლიანად ონლაინ სწავლებაზეა, მეორე საჯარო სკოლაში მხოლოდ მეორე კლასი სწავლობს ელექტრონულად. როგორც ბაღდათის წარმომადგენელი აცხადებს სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა მაქსიმალურად ხდება, პერიოდულად პედაგოგებს უტარდებათ ტესტირება, ინფორმაციისთვის ბაღდათში 21 საჯარო სკოლაა, 2495 მოსწავლე 425 პედაგოგი.