დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „ჩემი დედაენა“ გაიმართა
14.04.2021
უკან დაბრუნება
დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „ჩემი დედაენა“ გაიმართა. ასევე კალიგრაფიულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოეს.
ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრია
უნივერსიტეტის ფოიეში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური საარქივო მასალა მათ შორის იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები,
და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულთა ხელნაწერები გამოიფინა. კალიგრაფიულ კონკურსში პირველი ადგილი ელენე ენდელაძემ დაიკავა, II ადგილი-დიმიტრი ლეთოდიანმა, III ადგილი- ლოლიტა ჩაგანავამ. ტატა კომახიძე და ნინო ჩუბინიძე კი კონკურსის ლაურეატები გახდნენ.