ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მხარდასაჭერი მსვლელობა
14.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მხარდასაჭერი მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.მოქალაქეებმა რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.
შემდეგ აქცია ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ მიმდინარეობს. მონაწილეები გუმათჰესთან შეკრებილებს სოლიდარობას უცხადებენ .