ქუთაისში ახალი მუნიციპალური ავტოპარკი შენდება
14.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში ახალი მუნიციპალური ავტოპარკი შენდება
ავტოპარკში მოეწყობა ღია სადგომი 80 ავტობუსისთვის, ასევე ადმინისტრაციული და ტექნიკური მომსახურების სერვის-ცენტრის შენობები. პროექტის ღირებულებაა 2 მილიონ 640 ათასი ლარი, სამუშაოებს შპს „სკაი ჰაუსი“ ასრულებს. ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ავტობუსი უკვე გადასცა 6 ქალაქს. აქედან 60 ერთეული ავტობუსი ქუთაისს გადმოეცა
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა .კონტრაქტის საერთო ღირებულებამ 18.7 მილიონი ევრო შეადგინა.