„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება
13.04.2021
უკან დაბრუნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.
ნიკა მელიას პატიმრობაში დარჩენის გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიები აფასებენ. სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი გია თევდორაძე და ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა შუშანია მიღებულ გადაწყვეტილებას სამართლიანად არ მიიჩნევენ. საკითხზე შეფასება ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების მხრიდან არ გაკეთდა