კოვიდ სტატისტიკა მზარდია აჭარაშიც სადაც დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 116 ფაქტი გამოვლინდა, კორონავირუსის გამო ჯამში 9 საჯარო სკოლაა დახურული და 11 კლასი ონლაინ რეჟიმში აგრძელებს სწავლას.
როგორც აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარაში ეპიდვითარება საყურადღებოა, რადგან კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა.