ქალაქ ტყიბულში ქელეხის ე.წ კლასტერი გუშინ გამოვლინდა
13.04.2021
უკან დაბრუნება
ქალაქ ტყიბულში ქელეხის ე.წ კლასტერი გუშინ გამოვლინდა. სარიტუალო ღონისძიების შედეგად, როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი 16 ადამიანია დაინფიცირებული, მათი კონტაქტების რაოდენობა კი 10-ია. ტყიბულის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი სატელეფონო ინტერვიუში გვიყვება, რომ დაინფიცირებულები მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადიან, ხოლო ერთი სტაციონალურ დაწესებულებაში მკურნალობს. მადონა ქასრაძის ტქმით ამ ეტაპზე კონტაქტების საფუძვლიანი მოკვლევა ხდება.