კომპანია ,,ენკა,, განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ტერიტორია სოფელ ნამოხვანში ,სადაც გუშინდელ დღემდე აქციის მონაწილეთა კარვები იყო განთავსებული,2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა.ფეისბუქგვერდზე კომპანია ფოტოებსაც ავრცელებს.
,,კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი შორენა ეფრემიძე რომელიც ზემოთაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა.
2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა შესაბამისი სარგებლობის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია - კერძოდ, 70,171 ლარი
,,-წერია გავრცელებულ განცხადებაში.