ქუთაისის „ტორპედო“-თბილისის „ლოკომოტივი“-1:3
12.04.2021
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მერვე ტურში ქუთაისის ,,ტორპედომ,, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის ,,ლოკომოტივს,, უმასპინძლა.შეხვედრა ტორპედოსთვის დაძაბული გამოდგა.მიუხედავად ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობისა , მასპინძლები ანგარიშით 1-3 დამარცხდნენ.პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრები დაწინაურდნენ,შეხვედრის მეორე ნახევარის დასაწყისში ,,ტორპედომ,, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და დაწინაურებაც შეეძლო, თუმცა , ტორპედოელმა ზიდანმა თერთმეტ მეტრიანი საჯარიმოს გატანა ვერ შეძლო რის შემდეგაც მოწინააღმდეგემ მასპინძლებს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.ამ მარცხის შემდეგ ,,ტორპედო ,,გათამაშების ცხრილში 5 ქულით კვლავ ბოლოს წინა, მეცხრე აგილზეა.პირველი წრის ბოლო მატჩს კლუბი 17აპრილს , წყალტუბოში გამართავს და ადგილობრივ ,,სამგურალს ,,დაუპირისპირდება.