შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გასული 24 საათის მანძილზე იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 შემთხვევა დადასტურდა
12.04.2021
უკან დაბრუნება
გასული 24 საათის მანძილზე იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი მიიჩნევს, რომ შემთხვევათა მცირე რიცხვის მაჩვენებელს წინ უქმე დღეები ერთვოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩატარებული ტესტირებათა რაოდენობა მცირე იყო, გოჩა გიორგიძის თქმით, სწორედ ეს არის ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის მიზეზი. მისივე შეფასებით, პირბადის ტარების მაჩვენებლი გაიზარდა, რაც მესამე ტალღის შეკავებისთვის არის აუცილებელი.