რიონის ხეობაში გადაადგილების მცდელობის გამო დაკავებული აქტივისტი თავისუფალია
10.04.2021
უკან დაბრუნება
რიონის ხეობაში გადაადგილების მცდელობის გამო დაკავებული აქტივისტი თავისუფალია. ლაშა ქუთათელაძის საქმეზე სასამართლო დისტანციურად გაიმართა.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი გუშინ სამართალდამცველებმა დააკავეს. დაკავებულს ნამოხვანში გადაპარვის მცდელობაში ედავებოდნენ, ის ქუთაისში დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, დაკავებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.