კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების მორიგ ტურს ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახ.სპორტის სასახლემ უმასპინძლა,სადაც ,,ქუთაისი2010,, თბილისის ,,კაკტუსს ,,დაუპირისპირდა.მატჩი კაკტუსელთა სოლიდური უპირატესობით დაიწყო. ბოლო წუთებზე მასპინძლებმა ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს, მაგრამ თამაშის მოსაგებად დრო და ძალები აღარ ეყოთ.საბოლოოდ შეხვედრა 83-78 კაკტუსელთა გამარჯვებით დასრულდა. გათამაშების ცხრილში ,,ქუთაისი 2010,, კვლავ მე-2 ადგილზეა, ხოლო ,,კაკტუსმა,, ამ გამარჯვებით მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩში ქუთაისის გუნდი საქართველოს თასის გათამაშების მე-4-ედ ფინალში თბილისის ,,დინამოს,, შეხვდება, თამაში 13 აპრილს გაიმართება.