საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ
09.04.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ, აღნიშნული ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან დაწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი. საკითხს ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ნუგზარ კოხრეიძე აფასებს და დასაქმების ლეგალურ შესაძლებლობას პოზიტიურ ჭრილში განიხილავს.