შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში კაცს, რომელსაც ბიძაშვილების მკვლელობას ედავებიან , სახლი დაუწვეს
09.04.2021
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში კაცს, რომელსაც ბიძაშვილების მკვლელობას ედავებიან , სახლი დაუწვეს. არსებული ინფორმაციით, ანგარიშსწორება მოკლული ძმების ახლობლების მხრიდან, სწორედ ამ საზარელ დანაშაულს უკავშირდება.სახანძრო სამაშველო ბრიგადები ადგილზე მეზობლებმა გამოიძახეს. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, სახლის ნაწილია დამწვარი.ოჯახსა ამ თემაზე მედიასთან საუბარი არ სურს. . გამოძიება 187 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულიამხობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შემზარავი ფაქტი სოფელ რიონში 4 აპრილს მოხდა. ძმების მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 16 და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.