ქუთაისში, „9 აპრილის“ მემორიალთან, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
09.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში, „9 აპრილის“ მემორიალთან, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი მამა მატათამ გადაიხადა.