პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს რეგიონებში პროფესიული კოლეჯების საჭიროებების შესწავლა გრძელდება
09.04.2021
უკან დაბრუნება
პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს რეგიონებში პროფესიული კოლეჯების საჭიროებების შესწავლა გრძელდება. პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ , რომლებიც ადგილზე აფასებენ იმ პროფესიების საჭიროებებს, რომლებიც რეგიონში ყველაზე მოთხოვნადია. ამ მიზნით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ბაღდათში კოლეჯ „იბერიას“ სასწავლო ბაზა დაათვალიერა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და მათ საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, თავად სტუდენტებისა და პედაგოგებისგან მოისმინა. ინერგება პროგრამები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ავტომობილის მომსახურება, ინჟინერია და სხვა.