შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი წელს ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს
08.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისი წელს ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია. ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე თევზაძეს და ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აღმასრულებელ დირექტორს, ყირგიზეთის ყოფილ ელჩს აშშ-ში, პროფესორ კადირ ტოკტოგულოვს შეხვდა. ალიანსი დაფუძნებულია აშშ-ში, ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნეს ლიდერთა საზოგადოების მიერ და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან სხვადასხვა დარგის წარმატებულ ლიდერებს აერთიანებს. CELA აკადემია გულისხმობს ცენტრალური ევრაზიის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან 80-მდე დელეგატის სტუმრობას რეგიონში. ქუთაისს ესტუმრებიან სტუმრები არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, ყატარიდან, ინდონეზიიდან, პაკისტანიდან, შრი-ლანკიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან.