ქუთაისის ორ საბავშვო ბაღში კორონა ვირუსი დაფიქსირდა
08.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ორ საბავშვო ბაღში კორონა ვირუსი დაფიქსირდა.22-ე და 25-ე ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.ინფიცირებულებს,რომლებსაც არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ, კოვიდ-19 გეგმიური ტესტირებისას დაუდასტურდათ.ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას განმარტა,რომ 2 კვირაში აღნიშნული ფილიალები სააღმზრდელო პროცესის განახლებას შეძლებენ,მანამდე კი ქუთაისის მასშტაბით რეგისტრირებული 37 ფილიალიდან 35 შეუფერხებლად ფუნქციონირებს.