შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რიონის ხეობაში დღეს სახალხო დამცველი ჩავიდა
08.04.2021
უკან დაბრუნება
რიონის ხეობაში დღეს სახალხო დამცველი ჩავიდა. ის საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეხვდა. ნინო ლომჯარიას თქმით, გადაადგილების შეზღუდვა ხეობაში დაუსაბუთებელია, რადგან აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით რაიმე სახის მოწოდება არ ყოფილა.მისივე ინფორმაციით ადგილზე მყოფი პოლიციელებისაგან აღნიშნული შეზღუდვის შესახებ განმარტება ვერ მიიღო.რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. უკვე რამდენიმე დღეა პოლიციამ სოფელ გუმათთან ბლოკპოსტი შექმნა და აქტივისტებს არ ატარებს, რის გამოც სოფელში კიდევ ერთი კარავი გაიშალა.