შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არასამთავრობო ორგანიზაცია ”მედიატორის” ბრიფინგი ააიპ სპეციალური სერვისების მიერ გაცემულ პრემიებზე
29.03.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის ააიპ-ში სპეციალური სერვისებისთვის გაცემული პრემიები და თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ”მედიატორის ” ბრიფინგის თემა.შეხვედრაზე ააიპ სპეციალური სერვისების მიერ გაცემული პრემიები გააპროტესტეს და აღნიშნეს რომ რაც შ.პ.ს ქუთსერვისი ააიპად გადაკეთდა,ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 15 დან 83-მდე გაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის დამფუძნებლის გიორგი მარდალეიშვილის განცხადებით შ.პ.ს. თუ გასულ წლებში 320 თანამშრომელი ჰყავდა დღეს მათი რიცხვი 420-ს შეადგენს. ააიპის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას ადასტურებს სპეციალური სერვისების დირექტორის მოადგილე არჩილ ჭავჭანიძე და აცხადებს,რომ პრემია არა ადმინისრაციაზე არამედ ყველა თანამშრომელზე გაიცა,რომელიც მთელი დღის განმავლობაში ამინდის მიუხედავად ქალაქს ემსახურებოდა.