შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება
06.04.2021
უკან დაბრუნება
წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება. ღირებულება დაახლოებით ექვსმილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. კოლეჯი ფუნქციონირებას 2021-2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, მსურველებს ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამებს შესთავაზებს.