შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



6 აპრილს მსოფლიო სპორტის დღე აღინიშნება
06.04.2021
უკან დაბრუნება
თარიღთან დაკავშირებით ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით სპორტის სასახლეში რამდენიმე აქტივობა მოეწყო. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილზე ვეტერანი და მოქმედი წარმატებული სპორტსმენების საზეიმო მიღება და სიგელებით დაჯილდოება, სპორტული და მხატვრული ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი ,ჭადრაკი , ფოტო-ვიდეო მასალის გამოფენა-ჩვენება გაიმართა. ღონისძიება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქციით დასრულდა.