ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გამწვანების პროექტი დაიწყო
05.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გამწვანების პროექტი დაიწყო . პირველი სკოლისა და ცენტრალური ბაღის მიმდებარედ განახლდა გაზონები და დეკორატიული მცენარეები დაირგო.
გამწვანების პროექტში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ქუთაისის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ.
მარადმწვანე მუხის, ირმის რქის, ტუია „სმარაგდას“, დამფენი ღვიას ნერგები პროექტის მონაწილეებმა სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით დარგეს.