შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში გოგი წულაიას მხარდასაჭერი და ,,ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
05.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში გოგი წულაიას მხარდასაჭერი და ,,ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. დაკავებული პოლიტიკოსის მეგობრები იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, წულაია პოლიტიკური პატიმარია და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. აქციის ორგანიზატორი თავად გოგი წულაიაა, მონაწილეების თქმით, პოლიტიკოსი ციხიდან აპროტესტებს ნამოხვანში მიმდინარე პროცესებს. შეგახსენებთ, ,,თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გასულ თვეში დააკავეს. მას ძალადობას ედავებიან.