შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიაში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დააკავეს
05.04.2021
უკან დაბრუნება
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 მარტის ბრძანებით, დამტკიცებულია ქუთაისის მერიის შინა განაწესი, რომელიც არეგულირებს მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირთა, მოქალაქეთა, მათ შორის მედიის წარმომადგენელთა შემოსვლის და გადაადგილების წესს. შენობის მოქალაქეთა მისაღებში შემოსულ ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს საშვის გაცემაზე უფლება მოსილმა პირმა სთხოვა ამოეწერა საშვი, რის შემდეგაც მიეცემოდა შენობაში გადაადგილების უფლება. ის არა ერთხელ იქნა გაფრთხილებული საშვის ამოწერის აუცილებლობის თაობაზე, თუმცა მან ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა. არ დაემორჩილა დაცვის პოლიციის მოწოდებას, წინააღმდეგობა გაუწია მათ და მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა.