შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2017 წლიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯების კვლევა გამოაქვეყნა
05.04.2021
უკან დაბრუნება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2017 წლიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯების კვლევა გამოაქვეყნა. 4 წლის მანძილზე ქუთაისი მერიისა და საკრებულოს მიერ გახარჯული თანხა ჯამურად 22,551,848 ლარს შეადგენს. კვლევაში თავმოყრილია ინფორმაცია ანაზღაურების, პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციის, მივლინებების, საწვავის, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკისა და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ. აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეტ ქუთაისი მერიისა და საკრებლოს პრეს სამსახურებს, პასუხს ამ დრომდე ველოდებით შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის როგორც შტატით, ასევე შტატგარეშედ სულ მერიასა და საკრებულოში 389 ადამიანია დასაქმებული.