ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-6 ტურში ქუთაისის "ტორპედომ" რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა.შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა .მიუხედავად უამრავი საგოლე მომენტისა, მატჩი უგოლოდ, 0-0 დასრულდა. მოპოვებული ერთი ქულით ,,ტორპედო,, სატურნირო ცხრილში 4 ქულით კვლავ მე-8 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს ქუთაისური გუნდი 6 აპრილს სამტრედიაში გამართავს.