იუსტიციის სამინისტრო ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესინიციატივების საგრანტო კონკურსების ჩატარებას აგრძელებს. 2013-2016 წლებში სულ 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეა დაფინანსდა-მათ შორის 9 იმერეთში ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანი ამირან იობიძეა, რომელსაც დღეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი შეხვდა.