შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მოვდუნდით რადგან შევეჩვიეთ კოვიდ 19-თან ცხოვრებას
03.04.2021
უკან დაბრუნება
,,მოვდუნდით რადგან შევეჩვიეთ კოვიდ 19-თან ცხოვრებას, თუმცა ამან შეიძლება ეპიდ ვითარება მკვეთრად გაართულოს“ ასე აფასებს პირბადის ტარების შემცირებულ მაჩვენებელს ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ნოდარ მაღლაფერიძე. მისი თქმით , ინფიცირების შემთხვევების მატება პირდაპირ კავშირშია რეგულაციების შემსუბუქებასთან, რაც მოსახლეობის მხრიდან არ უნდა იყოს არაადეკვატურად გაგებული. ნოდარ მაღლაფერიძეს მიაჩნია ,რომ რიგი შეზღუდვების მოხსნა აუცილებლობას წარმოადგენს , თუმცა ამ ფონზე კიდევ უფრო უნდა ამაღლდეს სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მედიკოსი ე.წ მეორე ტალღის დროს არსებული ვითარების გამეორებას არ გამორიცხავს.