შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ნარჩენების დახარისხების მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები გრძელდება
02.04.2021
უკან დაბრუნება
ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის -21 სკოლის დირექტორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი სკოლებში გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ორგანიზებას, ნარჩენების დახარისხებულ შეგროვებას, კონკურსებისა და ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი პროექტის წამყვანი პარტნიორია და აქტიურად თანამშრომლობს პროექტის პარტნიორებთან სომხეთიდან, მოლდოვასა და რუმინეთიდან.