ლუის კეროლის ”ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ - სპექტაკლის პრემიერა ხვალ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება
02.04.2021
უკან დაბრუნება
ლუის კეროლის ”ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ - სპექტაკლის პრემიერა ხვალ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება. რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის თქმით, სპექტაკლი ყველა თაობის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. მიზანი კი კლასიკური ნაწარმოების კიდევ უფრო პოპულარიზაციაა.
კოვიდ 19ის პრევენციის მიზნით სპექტაკლები ჯანდაცვის სმაინისტროს მიერ გაწერილი რეკომენდაციების დაცვით გაიმართება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე აპრილის თვეში 2 სპეკტაკლის პრემიერას აანონსებს.