„სამართლიანი არჩევნების,, ახლადარჩეულმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ქუთაისში გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა
02.04.2021
უკან დაბრუნება
„სამართლიანი არჩევნების,, ახლადარჩეულმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ქუთაისში გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა .მან მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ორგანიზაციის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„სამართლიანი არჩევნების“ ახალი ხელმძღვანელის არჩევა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ 25 დეკემბერს თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ ორგანიზაციის გამგეობამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე პასუხისმგებლობა მას დააკისრა.