სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვიზიტის შესახებ
01.04.2021
უკან დაბრუნება
რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა და უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა განვითარებული მოვლენებისა და პროტესტის გამო, ქვეყნის დატოვება მას ვადაზე ადრე მოუწია.
. მის ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
აქტივისტების აცხადებდნენ, რომ პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი" და მას საქართველო დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა.