ქუთაისში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციას, რომლისთვისაც 6 940 484 ლარი იხარჯება, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით კომპანია „ბლექსი გრუპი“ ასრულებს
01.04.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციას, რომლისთვისაც 6 940 484 ლარი იხარჯება, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით კომპანია „ბლექსი გრუპი“ ასრულებს
პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ნიკეასა და მოსაშვილის ქუჩებზე,რისთვისაც 124 949 და 94 733 ლარი იხარჯება.მთლიანად ქუთაისში წელს 36 ეზო უნდა მოწესრიგდეს. ჯამში კი ამისთვის 700 ათას ლარამდეა გამოყოფილი.
გამარჯვების მოედანზე კი სკვერი ეწყობა. რისთვისაც 153 188 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „არადანი“ აწარმოებს.
კომპანია „გლობალ ბილდინგი“ შანიძის აღმართზე გზას და სანიაღვრეებს აწესრიგებს. აღნიშნული სამუშაოებისთვის 819 439 ლარი იხარჯება. რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება. გზა კეთდება გამსახურდიას ქუჩაზეც, მე-14 ჩიხში. 164 888 ლარის ღირებულების სამუშაოებს შპს „ლომი“ ასრულებს.
მალე დასრულდება მუნიციპალური ავტოპარკის სამშენებლო სამუშაოებიც, რაზედაც 2 642 777 ლარი იხარჯება. სამუშაოებს კომპანია „სკაი ჰაუსი“ ახორციელებს.დასრულების ფაზაშია მონუმენტი „მზეჭაბუკი“. 9 აპრილის ქუჩაზე მონუმენტისთვის სპეციალური კვარცხლბეკი შენდება. სამუშაოებს „დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლი“ ასრულებს. მონუმენტის აღმართვა- რეაბილიტაციისა და კვარცხლბეკის მოწყობისთვის 78 960 ლარი იხარჯება