საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან დღეს 30 წელი გავიდა
31.03.2021
უკან დაბრუნება
საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან დღეს 30 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე კი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს. ისტორიკოსი დავით სულაბერიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 30 წლის წინ ეს დღე იყო ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენის გზაზე.