ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ეწვია
30.03.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ავთანდილ კასრაძემ სტუდენტებს პრეზენტაცია წარუდგინა თემაზე „ინოვაციური იდეების მხარდაჭერა საქართველოში“. სააგენტოს თავმჯდომარემ სტუდენტებს ის პროექტები და ინიციატივები გააცნო, რომლებსაც ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით სთავაზობს.
შეხვედრაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და GITA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების, განათლების სისტემასა და ბიზნესს შორის კავშირების გაზრდის, STEM განათლების, კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა. მხარეებს შორის პარტნიორობის ეს ფორმატი ითვალისწინებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების სტარტაპების, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების ერთობლივად განხორციელებას, KIU-ს ინოვაციების ეკოსისტემის სტრატეგიის დანერგვის მიზნით თანამშრომლობას და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ტრანსფერის მიმართულების განვითარებას.