იმერეთში ფაიზერით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. ამ დროისთვის პორტალზე რეგიონის მასშტაბით 1344 ჯავშანია. ვაქცინაცია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ჯამში 350-მდე პირია ვაქცინირებული. იმერეთში ფაიზერით აცრისთვის ერთი, ასტრაზენეკათი ვაქცინაციისთვის კი ორი პუნქტია გახსნილი. დღეს 84 პირის იმუნიზაცია განხორციელდება.