ქუთაისის მერი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
30.03.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ხორავას ქუჩაზე მთლიანად წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა - კეთდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, სანიაღვრეები. სამუშაოებისთვის 1 260 000 ლარია განსაზღვრული, შპს „ორიენტირი“ ასრულებს.
ახალი სკვერი ეწყობა ნიკეას ქუჩაზე. სკვერის ტერიტორიაზე გაშენდება დეკორატიული ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, შესაბამისი განათების სისტემა, დაიდგმება ძელსკამები და მოწესრიგდება საპარკე ინფრასტრუქტურა.
235 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ ასრულებს. ახალი სკვერი აპრილის ბოლოს დასრულებული იქნება.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამით დაწყებულია საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაცია. იცვლება კორპუსებში შესასვლელი კარები, წესრიგდება შიდა სივრცეები. სულ 266 სადარბაზოს რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ბიუჯეტი 970 000 ლარია.